ახლა ნათლად
ვხედავ

სპერმოგრამა

სპერმოგრამა გამოკვლევის მნიშვნელოვანი მეთოდია, რომელიც აფასებს მამაკაცის ფერტილობას. შეფასება ტარდება ჯანმო-ის გაიდლაინების მიხედვით. გამოკვლევა აფასებს სპერმატოზოიდებს მათი კონცენტრაციის, მოძრაობისა და ფორმის მიხედვით.

სპერმოგრამა წარმოადგენს მამაკაცის ეაკულატის მიკროსკოპულ ანალიზს. უფრო კონკრეტულად, ეს ეხება სპერმის გამოკვლევის დროს აღმოჩენილი ყველა ცვლილების ჩამონათვალს.

განსაზღვრის გზა

სპერმოგრამა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევაა, რომელიც მამაკაცის ფერტილობას აფასებს. სპერმის ნიმუშის აღება ხდება სტერილურ პირობებში მასტურბაციის შედეგად, სასურველია, უშუალოდ გამოკვლევის ჩატარების ადგილზე, რათა სწრაფად მოხდეს მასალის დამუშავება და ანალიზი. ლაბორატორიაში ეაკულატი მოწმდება მიკროსკოპის ქვეშ. საბოლოო შეფასება იმის შესახებ, რომ არის თუ არა არასრულფასოვანი სპერმატოზოიდები უნაყოფობის მიზეზი, მიიღწევა რამდენიმე ფაქტორის შეჯამებით, როგორიცაა სპერმის რაოდენობა, მოძრაობა და ხარისხი. ეაკულატში სპერმატოზოიდების მცირე რაოდენობა არ არის სტერილურობის ეკვივალენტი, მაგრამ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ კვერცხუჯრედის წარმატებული განაყოფიერებისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. სპერმის მოძრაობის შეზღუდვა ან ფორმის დარღვევა ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ბუნებრივ გამრავლებაზე.

რა უნდა იყოს გათვალისწინებული სპერმოგრამის ჩატარების დროს?

სპერმოგრამა ტარდება სექსუალური აქტისგან სულ მცირე 2 დღიანი თავშეკავების შემდეგ.

განმეორებითი სპერმოგრამა უნდა ჩატარდეს დაახლოებით 4 კვირის შემდეგ.

სპერმის ანალიზისთვის საჭიროა მასტურბაციის გზით სპერმის მიღება.

უროლოგის მიერ გასინჯვა საჭიროა ისეთი ფაქტორების გამორიცხვისთვის, როგორიცაა ვარიკოცელე (ვარიკოზული ვენები).

ჯანმო-ის კრიტერიუმები

«ნორმალური სპერმოგრამა»

1 მილილიტრ სპერმის სითხეში მოსალოდნელია 15 მილიონზე მეტი სპერმატოზოიდის არსებობა, სულ მცირე, 1,5 მლ მოცულობის ეაკულატში. ასევე, სპერმატოზოიდების >32% უნდა იყოს სწრაფად პროგრესირებადი და სულ მცირე >4% უნდა ჰქონდეს ნორმალური ფორმა.
თუკი ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია, მამაკაცი ითვლება როგორც განაყოფიერების უნარის მქონე.
სპერმატოზოიდების გარდა, ეაკულატი უნდა შეიცავდეს არაუმეტეს ერთი მილიონი ლეიკოციტებისა ერთ მილილიტრში. სიზუსტისთვის ეაკულატის ანალიზი უნდა ჩატარდეს ყოველთვის ორჯერ.

თუკი სპერმოგრამა პათოლოგიურია (არ არის ნორმალური), ანუ ერთი ან მეტი პარამეტრის დევიაციაა ჯანმო-ის ნორმის მიხედვით, საჭიროა მკურნალობა.

ამჟამინდელი ჯანმო-ის სტანდარტი აცხადებს, რომ ეაკულატის ერთ მილილიტრში 15 მილიონზე მეტი სპერმატოზოიდი უნდა იყოს. ეაკულატის მოცულობა არ უნდა იყოს 1,4 მლ-ზე ნაკლები.

ჯანმო
1998
ჯანმო
2010
ეაკულატის მოცულობა2მლ1,5მლ
სპერმის საერთო რაოდენობა ეაკულატში40 მლნ.39 მლნ.
სპერმატოზოიდების რაოდენობა20 მლნ./მლ17 მლნ./მლ
პროგრესული მოძრაობა50%32%
ცოცხალი სპერმატოზოიდები75%38%
მორფოლოგიურად ნორმალური სპერმატოზოიდები30%4%
საერთო მოძრაობა50%40%
pH მნიშვნელობა≥ 7,2 – 7,8≥ 7,2