ექსპერტების აზრი
პროფერტილის® შესახებ

Prim. Univ.-Doz. Dr. Martin Imhof,
Gynäkologe, Chefarzt Klinikum Korneuburg, IMI Zentrum für Kinderwunsch

Dr. Martin Imhof

გინეკოლოგი, Chief Physician at Korneuburg Clinic / IMI Center for Fertility

«უნაყოფობის მიზეზები მამაკაცებში თითქმის ისევე ხშირად გვხვდება, როგორც ქალებში. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მამაკაცის სპერმის ანალიზი სპერმოგრამით მკურნალობის საწყის ეტაპზე. თუ აღმოჩნდება, რომ მიზეზი ნაპოვნია მამაკაცში, ანტიოქსიდაციურ თერაპიას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სპერმის პარამეტრები. პროფერტილის უნიკალური ფორმულის ეფექტიანობა ნაჩვენებია მრავალ კლინიკურ კვლევაში ათასზე მეტ პაციენტში. ამ კვლევების თვალსაჩინო შედეგები, ალბათ, ყველაზე დამაჯერებელი მიზეზია, თუ რატომ უნდა დაინიშნოს ეს პროდუქტი მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევებში.»

Facharzt für Urologie / Vorstand der Urologischen Abteilung, Landesklinikum Thermenregion Baden

Dr. Claus Riedl

უროლოგი / Director of the Urology Department at Landesklinikum Thermenregion Baden

«განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება “დნმ-ს დაზიანებას სპერმის უჯრედებში”, რომელიც ამჟამად მიმდინარე კვლევების უმეტესობის შესწავლის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის სპერმის მარაგი ამოუწურავია, ასაკთან ერთად სპერმის ხარისხი მცირდება. კვლევებმა აჩვენა, რომ პროფერტილი® იცავს სპერმას გენეტიკური მასალის (დნმ) დაზიანებისგან. “მყიფე დნმ” სულ უფრო და უფრო გვხვდება სპერმატოგენეზში 35 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებში. ეს ნიშნავს, რომ პროფერტილი® იცავს გენეტიკურ მასალას, რომელსაც ჩვენ გადავცემთ შემდეგ თაობას და უზრუნველყოფს საუკეთესო პირობებს, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ცხოვრების კარგი დასაწყისი.»

Univ.Prof. Dr. Wilfried Feichtinger, IVF Institut für Kinderwunsch, Wien / Wunschbaby, Institut Feichtinger

Dr. Wilfried Feichtinger

IVF Institute for Fertility, Vienna / Wunschbaby, Institute Feichtinger

«უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების ნახევარი მამაკაცის ფაქტორითაა განპირობებული გვხვდება და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ასოცირდება სპერმოგრამის დაქვეითებულ შედეგებთან. თუ შესაძლებელია, რომ დადასტურდეს ის იმედისმომცემი ეფექტები სპერმის რაოდენობასა და ხარისხზე, რაც ამ დანამატმა აჩვენა Imhof– ის კვლევაში, მაშინ ის შეძლებს, შეამციროს მამაკაცის უნაყოფობისთვის საჭირო სამედიცინო ჩარევა ან, იდეალურ შემთხვევაში თავიდან აგვაცილოს უნაყოფობის მკურნალობა.»

Dr. Josef Zech, Private KinderwunschClinic, Innsbruck / Private Kinderwunsch Clinic, Dres. med.

Dr. Josef Zech

Private Fertility Clinic, Innsbruck / Private Fertility Clinic, Dres. med.

«ჩემი, როგორც რეპროდუქტოლოგის, 25 წლიანი პრაქტიკის მანძილზე მრავალჯერ განვიცადე იმედგაცრუება სპერმის ხარისხის მედიკამენტებით გაუმჯობესებაში. პროფერტილი®, ჩემი აზრით, არის აქტიური ინგრედიენტების პირველი მეცნიერულად დამოწმებული კომბინაცია, რომელიც რეალურად აუმჯობესებს სპერმის ხარისხს. ოლიგო-ტერატო-ასთენოსპერმია მხოლოდ „მამაკაცის ფაქტორის“ ერთერთი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ამ მიკრონუტრიენტებით მიღებული სარგებელის კიდევ მრავალი ასპექტი იქნება შეფასებული.»

Dr. Erik Randall Huber, FEBU / Facharzt für Urologie

Dr. Erik Randall Huber

FEBU / Specialist in Urology

«ფიზიკურმა (სიცხემამ, ტრავმამ), ქიმიურმა (მოწევამ, წამლებმა), ანატომიურმა (ვარიკოცელლებმა) და ინფექციურმა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს სპერმატოზოიდის დნმ-ის ფრაგმენტაცია. ასეთ სპერმას აქვს კვერცხუჯრედის განაყოფიერების შეზღუდული შესაძლებლობა, ხოლო თუ მაინც გაანაყოფიერებს, იზრდება სპონტანური აბორტის რისკი. ახალი სამეცნიერო გამოკვლევა აჩვენებს, რომ შვილის ყოლის მსურველი წყვილების თითქმის ნახევარს აღენიშნება სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაცია. სპერმის დნმ – ის ფრაგმენტაციის დონის ანალიზი წარმოადგენს სპერმოგრამის მნიშვნელოვან დანამატს. ამასთან, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევებისთვის შესაფერისი თერაპიის შეთავაზება, რათა საკუთარი შვილის ყოლის სურვილი რეალობად იქცეს.

კვლევამ “დნმ-ის ფრაგმენტაციის ინდექსის დაქვეითება მიკრონუტრიენტების დამატების შემდეგ” აჩვენა, რომ პროფერტილმა® მნიშვნელოვნად შეამცირა სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაცია 3 თვიანი კურსის შემდეგ. პროფერტილის® საშუალებით საბოლოოდ უროლოგებს შეუძლიათ შესთავაზონ თავიანთ პაციენტებს იდიოპათიური სუბფერტილობის სამკურნალო საშუალება, რომელსაც მეცნიერულად დადასტურებული ეფექტიანობა აქვს.»