ფერტილობა!

პირველი ნაბიჯები შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარულისკენ

თუკი ერთი წლის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სექსუალური კავშირის შემდეგაც არ არის შესაძლებელი შვილის ყოლა, საჭიროა სამედიცინო შეფასება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უნაყოფობას განმარტავს, როგორც „ჩასახვის არარსეობა თორმეტი თვის განმავლობაში, რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდგომ“. ზუსტი დიაგნოზი გადამწყვეტია მკურნალობის სწორი მეთოდის შერჩევისთვის.

მამაკაცის ფერტილობა, სხვა დანარჩენთა ერთად, დამოკიდებულია საკმარისად დიდი რაოდენობის მომწიფებული სპერმატოზოიდების წარმოქმნაზე, რომლებსაც ოვულაციის დროს კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარი აქვს. ნებისმიერმა წყვილმა, რომელთაც სურთ საკუთარი შვილის ყოლა, უნდა იცოდნენ, რომ მამაკაცის და ქალის რეპროდუქციული ფუნქციები ერთობლივად მუშაობენ. ამიტომაც, საჭიროა, როგორც მამაკაცის, ასევე ქალის რეპროდუქციული ფუნქციის დიაგნოსტიკა.

Eine Diagnose ist der erste Schritt auf dem Weg zum Babyglück.

ექიმი ანდროლოგი (m)

მამაკაცის უნაყოფობის ექსპერტი

ანდროლოგია ემსახურება „მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას“ და წარმოადგენს უროლოგიის დარგის ერთერთ მიმართულებას. ტერმინის მიხედვით, იგი წარმოადგენს გინეკოლოგიის ანალოგს მამაკაცებისთვის. ანდროლოგიური შეფასება იწყება პაციენტის ანამნეზით. ექიმი დეტალურად ეკითხება პაციენტს ბავშვობისა და პუბერტული განვითარების პერიოდის შესახებ. თავდაპირველი შეკითხვები, ასევე, აფასებს სექსუალურ ქცევას ურთიერთობაში (სქესობრივი კონტაქტის სიხშირე, და ა.შ.). ამას მოსდევს სასქესო ორგანოების ფიზიკური გასინჯვა და სათესლეების ულტრაბგერითი კვლევა.

დიაგნოსტიკის პროცესი, ასევე, მოიცავს შესაბამისი ლაბორატორიული პარამეტრების (მაგ, ტესტოსტერონი, FSH, LH, პროლაქტინი). სამედიცინო შემოწმების მთავარი მიზანია სპერმის სითხის ზუსტი ანალიზი. სპერმოგრამა ასრულებს მნიშვნელოვან როლს მამაკაცის უნაყოფობის შესაძლო მიზეზების გამოვლენაში. ეს ანალიზი გულისხმობს სპერმის უჯრედების ხარისხის შეფასებას მიკროსკოპის ქვეშ, რათა განისაზღვროს წარმატებული ჩასახვის შესაძლევლობა. სპეციალისტი ამოწმებს სპერმატოზოიდების რაოდენობას, მოძრაობას და ფორმას.

რა უნდა იცოდეს თქვენმა ექიმმა:

პაციენტის ანამნეზით შესაძლებელია შესაძლო დარღვევების ნიშნების აღმოჩენა.

ამ მიზნით, თქვენ უნდა მიაწოდოთ თქვენს ექიმს შემდეგი ინფორმაცია:

  • ზოგადი ავადმყოფობები
  • ყბაყურა პუბერტატული პერიოდის შემდეგ
  • სათესლეების დაზიანება
  • ოპერაციები (მაგ., საზარდულის თიაქარპლასტიკა)
  • ვარიკოზული ვენები
  • დაბადებისას სათესლე პარკში ერთი ან ორივე სათესლის არარსებობის გამო სამედიცინო მკურნალობა
  • შარდის ბუშტის ინფექციები
  • დიაბეტი
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • სხივური თერაპია
  • ვენერიული დაავადებები
  • ნიკოტინი, ალკოჰოლი ან ნარკოტიკული საშუალებები
  • გარემოს დამაზიანებელი ფაქტორების შესაძლო ზემოქმედება
  • მედიკამენტები, რომელსაც იღებდა დედა ორსულობის განმავლობაში
  • მემკვიდრეობითი დაავადებები ოჯახში

რა დაგეხმარებათ

პროფერტილი® გამოცდილი გადაწყვეტილებაა

ჯანსაღი ცხოვრების წესი:
ჯანსაღი ცხოვრების წესი: მაგ, დაალანსებული დიეტა, ნიკოტინის და ალკოჰოლის შეწყვეტა, ფიზიკური აქტივობა/ვარჯიში და რეგულარული დასვენება

წონის ნორმალიზაცია

ფსიქოთერაპია

რეპროდუქციული სამედიცინო პროცედურები
მაგ., ინსემინაცია, in-vitro განაყოფიერება ან ICSI (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია)