მამაკაცის უნაყოფობა
რას ნიშნავს მამაკაცის უნაყოფობა?
უნაყოფობა არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც გამოხატავს მამაკაცის სტერილურობას. ეს არის მდგომარეობა, როდესაც კონტრაცეფციის გარეშე რეგულარული სექსუალური კავშირის მიუხედავად 12 თვის განმავლობაში ორსულობა არ დგება.
განასხვავებენ პირველად და მეორეული უნაყოფობას:
პირველადი უნაყოფობა:
მამაკაცს არასდროს ჩაუსახავს შვილი.
მეორეული უნაყოფობა:
მამაკაცს უკვე ჰყავს ერთი ან მეტი შვილი რომელიმე პარტნიორთან.
უნაყოფობის შემთხვევებში, ქალები უფრო ადრე მიმართავენ სამედიცინო შემოწმებას, ვიდრე მამაკაცები. თუმცა შემთხვევათა ნახევარში უნაყოფობის მიზეზი მამაკაცია.
რა იწვევს უნაყოფობას?
მამაკაცის უნაყოფობას მრავალი მიზეზი შეიძლება ქონდეს. გენეტიკა, სტრესი, ცხოვრების წესის და დიეტის ცვლილებები დრამატულად ცვლის სპერმის უჯრედების წარმოქმნასა და მათ რაოდენობას. დღეისათვის მსოფლიოში წყვილების 15%-ის სურვილი, ყავდეთ საკუთარი შვილი, უარყოფილია ერთწლიანი დაუცველი სექსუალური კავშირის მიუხედავად.
ფუნდამენტური განსხვავებაა თანდაყოლილ და შეძენილ დარღვევებს შორის. უფრო მეტიც, განსხვავებულია, ასევე, დაავადებები, რომლებიც უკავშირდება სათესლეების ფუნქციის (დაახლ.12 %), სათესლეებში სპერმის მომწიფების (30-40%) და სპერმის სატრანსპორტო სისტემის (დაახლ. 10-20%) ჰორმონული რეგულაციის დარღვევებს.
სამედიცინო მიზეზით
გამოწვეული უნაყოფობა
სათესლეების დაავადება | სათესლეებისა და ეპიდიდიმისის დაავადებები, როგორიცაა ანთებითი დაავადებები, ვენების ვარიკოზი ან სათესლეების შემოგრეხა ძირითადად ვითარდება ახალგაზრდა მამაკაცეში და საჭიროებს სერიოზულ ყურადღებას, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს უნაყოფობა. . |
ჰორმონების წარმოქმნის დარღვევა | ჰორმონები, განსაკუთრებით, FSH, აკონტროლებს სპერმის უჯრედების წარმოქმნას სათესლეებში. თუკი ორგანიზმში საკმარისი არაა FSH, შეიძლება, განიხილებოდეს ჰორმონული მკურნალობა. |
სათესლეების ვარიკოზული ვენები (ვარიკოცელე) | ვარიკოცელე წარმოადგენს ვარიკოზულ ვენებს სათესლეებსა და თესლის გამომტან სადინარში. ეს მდგომარეობა მამაკაცების 15%-შია გავრცელებული. არანამკურნალევი ვარიკოცელე მამაკაცის უნაყოფობის ხშირი მიზეზია, რადგან სისხლის შეგუბება სათესლე პარკში ზრდის ტემპერატურას სათესლეებში 0.5–1C°-ით, რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს სპერმის წარმოქმნაზე. ვარიკოცელე წარმოადგენს უნაყოფობის მიზეზს უნაყოფო მამაკაცების 25-40%-ში.
სუბკლინიკური ვარიკოცელეს მქონე მამაკაცების მონაწილეობით ჩატარებულმა სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ პროფერტილის® სულ მცირე 3 თვის განმავლობაში მიღებით უმჯობესდება სპერმის ყველა პარამეტრი. |
ანტისხეულები სპერმის უჯრედების მიმართ | რადგან სპერმის წარმოქმნა იწყება მხოლოდ პუბერტულ პერიოდში, ორგანიზმმა, შესაძლოა, სპერმის უჯრედები აღიქვას როგორც უცხო სხეული და წარმოქმნას ანტისხეულები მათ მიმართ. ეს ანტისხეულები ამცირებს ორსულობის შესაძლებლობას. |
სათესლის მილაკების დარღვევები | ეპიდიდიმისში ხდება სპერმის უჯრედების მომწიფება. ის წარმოდგენილია ორიდან ითხ მეტრამდე სიგრძის მილაკების სისტემით, რომლის საშუალებითაც სპერმატოზოიდების ტრანსპორტი ხდება. მსუბუქ ანთებასაც კი შეუძლია გამოწვიოს ადჰეზია (შეწებება). სპერმის ტრანსპორტის ასეთი დარღვევის გამო სპერმატოზოიდები ვერ უკავშირდება სპერმის სითხეს, შესაბამისად, ეაკულატში ძალიან მცირე რაოდენობით სპერმატოზოიდები არის ან საერთოდ არ არის. |
უნაყოფობა არაჯანსაღი
ცხოვრების სტილის გამო
თუკი უნაყოფობის სამედიცინო მიზეზები გამორიცხულია, თანამედროვე მეცნიერება ამტკიცებს, რომ უშუალო მიზეზი შეიძლება იყოს ცხოვრების სტილი და კვებითი ჩვევები.
ჭარბი წონა | თუნდაც 10 კგ-ით ჭარბი წონა უნაყოფობის რისკს ზრდის 10%-ით. განსაკუთრებით, სხეულის ცხიმის მომატება მუცლის არეში ამცირებს ბიოლოგიურად აქტიური თავისუფალი ტესტოსტერონის დონეს. |
მწეველობა | მწეველობა გავლენას ახდენს სპერმის სიმკვრივეზე, მოძრაობაზე და ფორმაზე (სპერმის მორფოლოგია). დასაშვებია სათესლეების ფუნქციასა და სპერმატოგენეზზე (სპერმატოზოიდების მომწიფების პროცესი) გავლენა. სიგარეტის კვამლის კომპონეტების მეტაბლიტები იწვევენ ანთებით რეაქციას გენიტალურ ტრაქტშ, რაც იწვევს სპერმის ოქსდაციურ დაზიანებას. |
ალკოჰოლი | ალკოჰოლზე მძიმე ქრონიკულ დამოკიდებულებას შესაძლებელია ტოქსიკური ეფექტები ჰქონდეს სათესლეებზე. ეს უარყოფითად აისახება სპერმატოგენეზზე და შესაძლებელია სპერმის მოძრაობის და ფორმის დარღვევა გამოიწვიოს. |
კვება | არაჯანსაღი დიეტას შეუძლია დეფიციტური მდგომარეობების წარმოქმნა და სპერმის ხარისხის დაქვეითება. კერძოდ, ვიტამინები და სხვა მიკრონუტრიენტები, რომელიც მიიღება საკვებით, სხვადასხვა ფერმენტული რეაქციების კოფაქტორებს წარმოადგენს და აქვთ ანტიოქსიდაციური ეფექტი. |
უნაყოფობა გარეგანი
მიზეზების გამო
საკვები | კვლევები აჩვენებს, რომ ხილი და ბოსტნეული აღარ შეიცავს ვიტამინების ისეთივე დიდ რაოდენობას, როგორც თავდაპირველად. საკვების ხარისხი მნიშვნელოვნად დაქვეითდა სხვადასხვა სასუქის ინტენსიური გამოყენების შედეგად. |
ასაკი | სპერმის ხარისხის შემცირება იწყება 35 წლის ასაკიდან. 30 წელზე უმცროსი ასაკის პირს თუკი ჰყავს 40 წელზე უფროსი ასაკის პარტნიორი დაორსულების შანსი 25%-ით ნაკლებია, ვიდრე უფრო ახალგაზრდა პარტნიორის შემთხვევაში. მიუხედავად ამ ფაქტისა, უფროსი ასაკის მამები თანამედროვე სამყაროში მოდურია. დღეისთვის უფრო და უფრო იმატებს ისეთი მამაკაცების რიცხვი, ვისაც სურთ მამობა მას შემდეგ, რაც გარკვეული მიღწევები ექნებათ ცხოვრებაში ან კარიერაში, უმეტესად 40 წლის ასაკის შემდეგ. ასაკთან ერთად იმატებს და უფრო ხშირია ქრომოსომული ცვლილებები (დნმ-ის ჯაჭვების გაწყვეტა). იხილეთ მეტი სპერმატოზოიდების დნმ-ის ჯაჭვების გაწყვეტაზე და მის შედეგებზე. |
ბისფენოლი A (BPA) | ბისფენოლი A (BPA) წარმოადგენს პლასტიზატორს და ყველაზე ფართოდ გამოყენებული ქიმიკატია. BPA ნანახია მრავალი წარმოების პროდუქტში, სასმელების ბოთლებში და საკვების შეფუთვაში. სხვადასხვა კონსერვის ქილის შიდა ზედაპირი შეიცავს BPA-ის კვალს. BPA-ის გამოყენება ბავშვის საწოვარაში და ბოთლებში ერთდროულად ირონიულიცაა და საგანგაშოც. მიჩიგანელი მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჩინური ქარხნის თანამშრომლებს, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ქიმიკატ BPA-სთან, აღმოაჩნდათ სექსუალური იმპოტენცია, ერექციის დისფუნქცია და ეაკულაციის პრობლემები. მკვლევარებმა, ასევე, აჩვენეს, კორელაცია შარდის ბისფენოლ A-ს დონესა და ფერტილობის ჰორმონების კონცენტრაციას შორის ქარხნის თანამშრომლებში. აშშ-ის მკვლევარებმა შეადარეს 218 თანამშრომლის შარდის BPA-ის დონე მათ სპერმის ხარისხთან. BPA 2-4-ჯერ აუარესებს სპერმის ხარისხს. ეს გულისხმობს, როგორც სპერმის კონცენტრაციას, ასევე, სპერმის მოძრაობის მაჩვენებლებს. |
მედიკამენტები | ჩამოთვლილი მედიკამენტები აუარესებენ სექსუალურ ლტოლვას და ერექციის ფუნქციას, და ზოგ შემთხვევაში კი იწვევენ ეაკულაციის შემცირებას: ანტიდეპრესანტები: დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები. ამასთან, ანტიდეპრესანტებს გამოყენების სხვა სფეროც აქვთ, მაგ., ტკივილის მკურნალობა. ტრანკვილიზატორები: დამამშვიდებელი ეფექტის მქონე მედიკამენტების ჯგუფი. ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები: არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები. ანტიეპილეპტიკები: ეპილეფსიის ან კრუნჩვის საწინააღმდეგო პრეპარატები. საგულე პრეპარატები: გულის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (კარდიოტონური პრეპარატები). მედიცინაში, ტერმინი „ენდოკრინული დარღვევა“ პირდაპირ უკავშირდება ჯირკვალს. ორგანიზმის ყველა ჯირკვალს, რომელიც წარმოქმნის ჰორმონს და გამოყოფს სისხლში, ეწოდება ენდოკრინული ჯირკვალი. ზოგიერთი მედიკამენტი მოქმედებს მარეგულირებელ ენდოკრინულ მექანიზმებზე, რომლებიც, თავის მხრივ, მოქმედებს ფერტილობაზე: ანაბოლური სტეროიდები: მედიკამენტების ჯგუფი, რომლებიც გამოიყენება კუნთის მასის გასაზრდელად. ანტიანდროგენები: მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავს მამაკაცის სასქესო ჰორმონების მოქმედებას. ზოგიერთი ნივთიერება თრგუნავს სპერმის მომწიფების პროცესს: ციტოსტატიკური მედიკამენტები: ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც შედის სხვადასხვა მედიკამენტებში, კერძოდ, კიბოს ქიმიოთერაპიაში. ციტოსტატიკური მედიკამენტები აყოვნებს უჯრედის ციკლს, რაც ხელს უშლის სიმსივნის უჯრედებს გამრავლებასა და გავრცელებაში. ანტიბიოტიკები: მიკროორგანიზმებზე (მაგ., ბაქტერიები) მაინჰიბირებელი მოქმედების ნივთიერეები, რომლებიც ხელს უშლის მათ გამრავლებას და სიცოცხლეს. იმუნოსუპრესანტები: მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციას. |
ტემპერატურა | სათესლეების ნორმალური ტემპერატურა არის 35°C. სიმხურვალის ეფექტი (მაგ., ხშირი სტუმრობა საუნაში, მჯდომარე სამსახური, მეტალურგიული სამუშაო, შედუღებითი სამუშაო) ხელს უწყობს სათესლეებში ტემპერატურის გაზრდას, რაც აუარესებს ფერტილობას. |